ეს შიდა სამზარეულოა, არც უარვყოფ და არც ვადასტურებ, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, "ღამის კურირის" ჟურნალისტის შეკითხვას, ჰქონდა თუ არა "ქართულ ოცნებას" ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელთან კომუნიკაცია.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთის, რომ უზრუნვეყოფლი იყოს ის შედეგი, რაც მიღწეული იქნა, ამ საარჩევნო სისტემით.
"ეს არის მრავალპარტიული პალამენტი, რაც საქართველოში არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალრად ნათელი მოეფინოს ყველაფერს, საარჩევნო კომისიებში. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის ასეთ გააწყვეტილებას [პარლამენტში არ შესვლას] საფუძველი უნდა გამოეცალოს", - თქვა კობახიძემ.