სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ვენაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ორშაბათს, 2 ნოემბერს, საღამოს უცნობმა პირებმა ვენის ცენტრში თავდასხმების სერია განახორციელეს. თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე სინაგოგა გახდა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ტერორისტი. 20-ზე მეტი კი დაიჭრა. ავსტრიის ხელისუფლებამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა.
სამართალდამცველებმა გაანადგურეს ერთ-ერთი ტერორისტი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული. ავსტრიის შს მინისტრმა კარლ ნეხამერმა განაცხადა, რომ ის "ისლამური სახელმწიფოს" მომხრე იყო.
დანარჩენი თავდამსხმელები მიიმალნენ. მედიის ცნობით, თავდასხმებში დაახლოებით შვიდი ადამიანი მონაწილეობდა.