პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი თამარ ჩუგოშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ პარარელური დათვლის შედეგები და pvt , რომელიც მაღალი სანდოობის და ლეგიტიმაციის მონიტორინგის ფორმა, აჩვენებს, რომ ოქმების 8%-ში, რომელიც საერთო ხმების 4%-ია, ხმები პრობლემურადაა დათვლილი.
"თუ ხელისუფლებას სწორი ნაბიჯების გადადგმა უნდა და ცესკოს უნდა გამოასწოროს ცუდად ჩატარებული არჩევნები, უნდა გააკეთოს შემდეგი რამ: ერთი, სადაც გადათვლადია უნდა გადაითვალოს და გაიხსნას ბიულეტინები, სადაც აღმოჩენილია მეტობით ჩაყრილი ბიულეტინებიმ იქ უნდა ჩატარდეს თავიდან არჩევნები.
სერიოზული ეჭვებია იმის თაობაზე, რომ ზოგიერთ ოქმში არის გაყალბებული ხელმოწერები, ერთხელ და სამუდამოდ, ეს უნდა დასრულდეს ქვეყანაში და ეს რომ დასრულდეს, ვინც ეს გააკეთა, იმის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.
მე არ ვფიქრობ, რომ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა, ამ ეტაპზე არის სწორი. 31 ოქტომბერს, როდესაც ადამიანებმა გარისკეს, თავი საფრთხეში ჩაიგდეს და მივიდნენ არჩევნებზე, მათი ხმის გადახაზვა არ შეიძლება. კომისიამ სწორად და წესიერად უნდა დათვალოს ეს ხმები.
ამას ითხოვენ საერთაშორისო პარტნიორები და ამის მოლოდინი არის ხელისუფლების მხრიდან, თუ ვნახავთ რომ ამას ყურადღება არავინ მიაქცია, ოპოზიციას ექნება საფუძველი უფრო რადიკალურ ზომებზე ჰქონდეს პრეტენზია.
სწორად უნდა დაითვალოს 31 ოქტომბრის არჩევნის შედეგები, ამიტომ, ოპოზიცია ამ ყველაფერს ტაქტიკურად აკეთებს. თუ მიზანი ის აქვს, რომ აუცილებლად ვადამდელი არჩევნებამდე მივიდეთ, ეს ცალკე თემაა. მაგრამ ამ ქვეყნის ინტერესებს სჭირდება სწორი შედეგების ასახვა”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.