ჩვენ ვერ ავყვებით ამ დესტრუქციულ ძალას, მათ სრულიად უსუსურ მოსაზრებებს და პოზიციებს, თითქოს ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს,- თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, მეორე ტურის არჩევნები ჩატარდება და ისე როგორც ეს არის კანონით გათვალისწინებული, გვექნება არჩევნების საბოლოო შედეგები
„ბუნებრივია, ჩვენ ვერ ავყვებით ამ დესტრუქციულ ძალას, მათ სრულიად უსუსურ მოსაზრებებს და პოზიციებს, თითქოს ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. არჩევნები ჩატარდა საქართველოში, მეორე ტურის არჩევნები ჩატარდება და ისე როგორც ეს არის კანონით გათვალისწინებული, ჩვენ გვექნება არჩევნების საბოლოო შედეგები და სამართლებრივ რეჟიმში გავაგრძელებთ ყოფნას, ისე როგორც კონსტიტუციური რეჟიმი ამას მოითხოვს. ოპოზიციას თავისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საზოგადოების წინაშე, იმიტომ რომ ისინი პატივს არ სცემენ თუნდაც იმ მოქალაქეების მოსაზრებას და პოზიციას, რომლებმაც მათ მხარი დაუჭირა”, - განაცხადა გიორგი კახიანმა.