ჩვენ არ გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც აქვს ძალა, აღიაროს არჩევნების შედეგები, - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ახლა ქვეყანაში დაძაბული სურათის შექმნას ცდილობს და ამტკიცებს, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა.
"ჩვენ არ გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც აქვს ძალა, აღიაროს არჩევნების შედეგები. ისე როგორც ეს ხდება ნებისმიერ ევროპულ დემოკრატიაში, როდესაც დამარცხებული გუნდი თავის მარცხს აღიარებს და ეს აუცილებელია. ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და ესე ვითარდება სახელმწიფოები და ქვეყნები. მაგრამ, ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ იმას, რაზეც ჩვენ აქამდეც ვსაუბრობდით. ოპოზიციის მცდელობა დაძაბული სურათი შექმნის, თითქოს არჩევნები გაყალბდა, მაშინ, როდესაც ამის არანაირი საფუძველი არ აქვთ და უბრალოდ ჰაერში დემაგოგიურ, უსუსურ არგუმენტებს ვისმენ მათგან.
რეალურად, ხდება ის, რომ მაშინ, როდესაც მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა, ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ არჩევნები იყო კონკურენტიანი, არჩევნები ჩატარდა ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ სრულიად დესტრუქციულ ოპოზიციას. ერთი მხრივ, ამ რადიკალური ძალის, ნაციონალური მოძრაობის სახით და დანარჩენი ეს პატარა პარტიები, რომლებიც აყოლილები არიან ამ თამაშს“, - თქვა კახიანმა.