დღეს, 25 ოქტომბერს, ინკლუზიური განათლების პროექტის "ჩვენ ერთად ვართ" პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ფოტო-გამოფენა, მათი ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების ფარგლებში, ასევე მოეწყობა თანამედროვე მხატვრების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა.
შემოსული თანხა მოხმარდება შეზღუდული შესაძლებლოების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას.
ღონისძიება 25 ოქტომბერს 14:00 საათზე გალერეა "ჰობში" გაიმართება.