ინფორმაცია, რომ ვენაში თავდასხმა ისლამისტური ხასიათისაა, დადასტურდა. ავსტრია იპოვის და პასუხისგებაში მისცემს თავდასხმის ყველა მონაწილეს, - ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა განაცხადა.
"დადასტურდა, რომ გუშინდელი თავდასხმა ნამდვილად ისლამისტურ-ტერორისტული აქტი იყო. ეს იყო ტერაქტი ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებების, ცხოვრების მოდელისა და ჩვენი დემოკრატიის, სიძულვილის გამო", - განაცხადა კურცმა.
მან აღნიშნა, რომ ავსტრია დაიცავს თავის ფუნდამენტურ ღირებულებებს, ცხოვრების წესსა და დემოკრატიას ყველანაირი საშუალებებით.
"მათ კვალს გავყვებით, ვიპოვით და სამართლიანად დავსჯით დამნაშავეებს, მათ წამქეზებლებსა და თანამოაზრეებს", - დასძინა კანცლერმა.
გუშინ საღამოს ვენის ცენტრში თავდასხმების სერია მოხდა. თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე სინაგოგა გახდა. კურცმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა. სროლის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი თავდამსხმელი.
დაჭრილია 15 ადამიანი. სულ მცირე ერთ თავდამსხმელს ეძებენ. ავსტრიის შს მინისტრის კარლ ნახამერის განცხადებით, თავდამსხმელები „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები არიან.
ფოტო: EPA/AFP