ეს იყო არჩევნები სახელწოდებით სპეცოპერაცია. ასე შეაფასა პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, "ტვ პირველის" ეთერში.
"ეს იყო არჩევნები სახელწოდებით სპეცოპერაცია, რომელიც დაიწყო კარგა ხნით ადრე, რადგანაც ადმინისტრაციული რესურსი, დაშინებები, მოსყიდვის ფაქტები, კრიმინალური ელემენტების ჩართულობა იყო ძალიან ჭარბად ამ წინასაარჩევნო პერიოდში...
არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყო მთავარი პროცესი შულერობის, პირდაპირი გაგებით, რასაც შულერობა ჰქვია", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
არჩევნების პროპორციული შედეგები პარტიების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
ქართული ოცნება – 48.15%
ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
ევროპული საქართველო – 3.78%
ლელო – 3.15%
სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
გირჩი – 2.86%
მოქალაქეები – 1.33%
ლეიბორისტული პარტია – 1%
30 მაჟორიტარული ოლქიდან 14-ში "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა გამარჯვება, 16-ში მეორე ტური გაიმართება.
ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს და პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.