ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ "ღამის კურიერში" დასმულ შეკითხვას, - რა შემთხვევაში შეიძლება დატოვოს მან თანამდებობა - თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ის იმ შემთხევაში მიიღებს მსგავს გადაწყვეტილებას, თუკი რომელიმე შედეგი სწორად არ იქნება დათვლილი.
"თამარ ჟვანია იმ შემთხევაში მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას, თუკი რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუკი რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთივე რეაგირება, როგორიც საჭიროა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რადგან დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხის ნება ზედმიწევნით იყოს გადმოცემული. ეს წლების განმავლობაში ასე ხდებოდა და ეს ყოველივე აღიარებულია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. ამიტომ, როდესაც პოლიტიკური მიზნებით, ვინმე შედეგების ნამდვილობის საკითხს აყენებს, ეს არასწორია. აიღოს ყველამ ოქმი და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია დათვალოს ის, რასაც ცესკო გამოაქვეყნებს”, - განცხადა თამარ ჟვანიამ.