ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში ორ ერთსა და იმავე ოქმს აქვეყნებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაურ დარგალის ხმები განსხვავებულია.
აი, როგორ ყალბდება არჩევნები!
ეს ოქმი გაყალბებულია საოლქოში, ან პირდაპირ ცესკოში! ასე აქვს მოგებული დარგალს პირველი ტური 51.62%-ით.
ქვემოთაა ორი ოქმი. ერთი (ნაცრისფერი) არის ის ოქმი, რომელსაც 67-ე უბანზე ხელი მოაწერა კომისიამ დათვლის შემდეგ. დარგალმა აიღო 173 ხმა. მოსული იყო 528 ამომრჩეველი.
მეორე - ვარდისფერი არის იგივე ოქმი, ოღონდ ატვირთული ცესკოს ვებგვერდზე. ჰოი საოცრებავ, ს ლიოგკიმ დვიჟენიემ რუკი, დარგალის 173 გადაკეთებულია 473-ად. ხოლო, ამომრჩეველთა 528 გადაკეთებულია 828-ად.
რა ლეგიტიმურობაზე მელაპარაკებით და რა პარლამენტში შევლაზე?
აჰა, გაავრცელეთ და ნახოს ყველამ როგორი "დემოკრატიული არჩევნები" ჩაატარა.
პ.ს. მალე დავწერ "ბიძინას კარუსელებზე". მთელი ეს კვირა ამ არჩევნების მხილებას ეძღვნება ევროპული საქართველოს და პირადად ჩემგან", - წერს სერგი კაპანაძე.