დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და "კუდიანების სასახლეს" უწოდებს.
დოლიძე არჩევნების შედეგების გაუქმებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.
"ამ პერიოდის განმავლობაში ვიღაცა ცდილობს, ჩამითრიოს პატარა კოცონთან თამაშში, ვგულისხმობ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონს, როდესაც ქვეყანაში დანთებულია დიდი ცეცხლი.
ხან კაწროს მოყვანით, ხან ჩემი წარმომადგენლების ცემით, ხან ხალხის გატრიალებით უბნიდან, ხან ფულის ჩაჯიბებით, ხან ძველი ბიჭების ორგანიზებით ამ ორგანომ ხელისუფლების სასარგებლოდ მთელი ქვეყნების მასშტაბით გააყალბა არჩევნები.
ამ კუდიანების სასახლის ლეგიტიმურობა არის ნულის ტოლი, იმის მერე რაც ამათ ჩაატარეს ბოლო დღეების განმავლობაში უნდა წავიდნენ სახლში, იყვნენ სახლში, სულ ნუ მოვლენ აქ და ახალმა ორგანომ ჩაატაროს ახალი არჩევნები", - განაცხადა ანა დოლიძემ.