ფონიჭალაში უსინათლოთა დასახლებაში მომხდარი ნგრევის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახებისთვის თბილისის მერია ბინებს იქირავებს.
ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე მისულმა ისან-სამგორის რაიონის გამგებელმა თემურ გრიგალაშვილმა განაცხადა.
გამგეობა დაზარალებულთათვის ბინებს დღესვე შეარჩევს.
შეგახსენებთ, ფონიჭალაში მდებარე უსინათლოთა დასახლების ორსართულიან შენობაში ნგრევა დღეს, დაახლოებით 12.30 საათზე მოხდა.
ნგრევის შედეგად დაშავდა 18 წლის უსინათლო გოგონა, მოგვიანებით კი მაშველებმა ნანგრევებიდან 60 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.
ობიექტზე უსინათლოთა 12 ოჯახი ცხოვრობდა.