"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. ამის შესახებ სამადაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
სალომე სამადაშვილი ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვე.ს
"დღევანდელი ჩვენი გადაწყვეტილებით, ჩვენ მეორე ტურებში არ ვაპირებთ მონაწილეობას. რომელ მეორე ტურში უნდა მიიღოს ნიკა მელიამ მონაწილეობა?! გუშინ მთელი დღე ვიყავი გლდანის საარჩევნო ოლქში და მე იქ, რაც ვნახე, ეს არის ენითაღუწერელი ძალადობა ამომრჩეველზე. ნიკა მელია მიუხედავად ამ ძალადობისა, არის საქართველოს პარლამენტის არჩეული წევრი. მან რეალურად მოიგო გლდანის მაჟორიტარული ოლქი. მეორე ტურში როგორ უნდა გავიდეს ნიკა მელია, როდესაც მას მოგებული აქვს უკვე ეს არჩევნები, რომელიც თამარ ჟვანიამ გადაწერა და ჩვენ ვაპირებთ, რომ ამის პრეზენტაცია მოვაწყოთ. ჩარევის ხარისხი იყო იმგვარი, რომელიც უკვე ზეგავლენას ახდენს არჩევნების შედეგებში რეალური ნების ასახვაზე," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.