ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერისა და ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, ის მოპარული არჩევნების გასაპროტესტებლად აპირებს ღამე პარლამენტთან დარჩენას.
"მე და ჩემს მეგობრებს გვინდა, რომ პროტესტის ფორმა გვქონდეს ასეთი, რომელიც გამოხატავს იმ უკიდურეს აღშფოთებას და გაბრაზებას, რაც ივანიშვილმა გააკეთა – ეს არის ღამე პარლამენტთან დარჩენა. ეს არის პროტესტის ფორმა, რომლის უფლებაც მე მაქვს, როგორც მოქალაქეს, რომელსაც მოპარეს არჩევნები.
მე ვაპირებ დარჩენას, ეს არის პროტესტის ფორმა მოპარული არჩევნების მიმართ". – თქვა დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძე და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები პარლამენტთან პროტესტის ნიშნად კარვის გაშლასაც შეეცადნენ, რის უფლებაც პოლიციამ არ მისცა.