აშშ-ის საელჩოს განცხადებას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარია ეხმიანება:
"იგივეს ამბობდა რიჩარდ მაილსი 2003 წელს. როგორ დამთავრდა, ყველას გვახსოვს.ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი. როცა ისფედი და სახალხო დამცველი, მთავარი ლოკალური არასამთავრობო ორგანიზაციები უმძიმეს დარღვევრბს აფიქსირებენ, ამგვარი განცხადება, მინიმუმ, ნაჩქარევი და არაკორექტულია. და რაც მთავარია, არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს. ვწუხვარ, მაგრამ ასეა: მთავარი ჩვენი გულშემატკივრებიც უშვებენ ხოლმე შეცდომებს", - წერს ნიკა გვარამია.