ისანი-სამგორის მაჟორიტარულ ოლქში ცესკომ უკვე ხმების 100% დათვალა, მონაცემების მიხედვით, ოლქში მეორე ტური გაიმართება, სადაც მონაწილეობას "ქართული ოცნებიდან" სოზარ სუბარი და გაერთიანებული ოპოზიციიდან ლევან ხაბეიშვილი მიიღებენ.
ოლქში ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:
"ქართული ოცნება" - 45,87%;
გაერთიანებული ოპოზიცია - 39,18%;
ისანი-სამგორში სულ 122 უბნია.