ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, რომ 2 ნოემბრიდან აქციები ყოველდღიურად 19:00 საათზე გაიმართება, სანამ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება.
უგულავას თქმით, აქციები იქნება თბილისშიც და რეგიონებშიც.
"არჩევნებს ელოდებოდა ყველა, რომ იქნებ არჩევნებით შევცვალოთ. ახლა ვნახეთ, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. ასე ვერ გაგრელდება. ნუ გონია, რომ ეს პოლიცია დაიცავს. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ დაუცვია პოლიციას. ხვალ შვიდ საათზე და ყოველ საღამოს იქნება აქცია, მანამ სანამ არ ჩატარდება თავისუფალი არჩევნები", - აცხადებს უგულავა.
ამასთან, ოპოზიციას პარლამენტის წინ კვირას 8 ნოემბერს 19:00 საათზე მასშტაბური აქცია აქვს დაანონსებუბლი.