ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის "ქართულ ოცნებას" ხმების 48.05%, "ნაციონალურ მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" 27.07%, ხოლო "ევროპულ საქართველოს" 3.79% აქვს.
სულ 3 847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3 735უბნის მიხედვით.
ცესკო-ს ინფორმაციით, ხმების პროცენტული გადანაწილება ამ დროისთვის ასეთია:
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" – 48.05% (900 469 ხმა)
"ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" - 27.07% (507 323 ხმა)
"ევროპული საქართველო" - 3.79% (70 948 ხმა)
"პატრიოტთა ალიანსი" - 3.18% (59 603 ხმა)
"ლელო" - 3.17% (59 484 ხმა)
"სტრატეგია აღმაშენებელი" - 3.15% (59 034 ხმა)
"გირჩი" – 2.92 % (54 790 ხმა)
"ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" - 1.34% (25 142 ხმა)
"ლეიბორისტული პარტია" - 1% (18 732 ხმა)
დანარჩენ პარტიებს ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ.