ფონიჭალაში მდებარე უსინათლოთა დასახლების ორსართულიანი შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა 60 წლის ბორის ბერძენოვის ცხედარი ამოიყვანეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიატუაციების სამსახურის უროსმა თემურ გიორგაძემ განაცხადა, ნანგრევებში, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ადამიანია მოყოლილი და მაშველები მის ამოყვანას ცდილობენ.
მისივე ინფორმაციით, ნგრევა დღეს, დაახლოებით 12.30 საათზე მოხდა. ნანგრევებიდან ამოყვანილი 18 წლის უსინათლო ლალი ქისიშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე თბილისის მერი გიგი უგულავა იმყოფება.
ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების ბრიგადები.