"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა" მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის იმ ბრალდებებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ისინი მმართველ გუნდსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხმების გაყალბებაში სდებენ ბრალს.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, ოპოზიცია დამარცხებას ღირსეულად ვერ შეხვდა.
"დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა და ამ შემთხვევაში გუშინ, ოპოზიციამ გამოავლინა ის, რომ დამარცხებას ვერ დახვდნენ ღირსეულად. მათი ქმედებები არ აჩვენებს მაღალ პოლიტიკურ კულტურას. მათ ისე უნდა მიიღონ მარცხი, როგორც ღირსეულ პოლიტიკურ სუბიექტს შეშვენდის, მაგრამ ღირსებაზე როდესაც ვსაუბრობთ, მათთან ცოტა შორს არის ეს ფენომენი. ცესკოს მიერ წარმოდგენილი შედეგები ხელმოწერილია ოპოზიციის მხრიდან და გამოდის რომ ისინი თავიანთ ხელმოწერებს არ ენდობიან, ეს სასაცილოა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.