"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის და გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცა ხვალ, 1 ნოემბერს 4 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს.
ამ თემაზე ოპოზიცია კონსულტაციებს ნიკა მელიას შტაბში მართავდა.
"ჩვენ მოვითათბირეთ, ეს ის შემთხვევაა, როცა გადაწყვეტილება იყო სწრაფი მისაღები და ეს გადაწყვეტილება მიღებულია ამ ეტაპზე, ხვალ 4 საათზე ველოდებით ქართველ ხალხს რუსთაველის გამზირზე. ეს არ იყო არჩევნები ეს იყო ომი და ეს ომი ჩვენ არ წაგვიგია... ყველამ დავინახეთ, რასთან გვქონდა საქმე. მთავარს ვამბობთ ახლა და კიდევ უფრო მთავარს ვიტყვით ხვალ. 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე ", - თქვა ნიკა მელიამ.