ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები ტერიტორიაზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.
ცესკო-ს წევრმა ნაციონალურ მოძრაობიდან დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას, როდესაც ის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს აცხადებდა, ბრიფინგი შეაწყვეტინა.
მისი თქმით, შედეგები, რომელსაც თამარ ჟანია აცხადებდა, "ქართული ოცნების" შტაბშია დაწერილი.
"ეს ყალბი შედეგებია, რას აცხადებ, თამარ, არ გრცხვენიათ? არ ასახავს ამომრჩევლის რეალობას, ეს არის "ქართული ოცნების" შტაბში დაწერილი, რაც გადმოგცეს და გამოგაცხადებინეს. აქამდე შეგნებულად არ აჩენდნენ ოქმებს, რათა რეალური შედეგი არ დაგედოთ, დაითვალეს მხოლოდ ის ოქმები, სადაც მხოლოდ "ოცნების" შედეგებია. არ არის რეალურად ასახული ის პროცენტები, რომელიც ხალხმა და ამომრჩეველმა მისცა, ეს არის ყველაფერი ფარსი", – თქვა კირთაძემ.