ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკო-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს.
"მოვუწოდებ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, მოვიდნენ აქ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ წინასწარი შედეგები არ ნიშნავს საბოლოო შედეგებს, ყველა ცივილურ ქვეყანაში ასე ცხადდება წინასწარი შედეგები, შემდგომ საბოლოოდ ჩამოყალიბება და საბოლოო წინასწარი შედეგების გამოცხადება", - თქვა ჟვანიამ.
მისი თქმით, ცესკო საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს 100 პროცენტი უბნების საფუძველზე.
ახლა კი მინდა, ყველას შემოგთავაზოთ, რომ დავრჩეთ ერთად დილამდე ლაივრეჟიმში ვუყუროთ შედეგების განახლებას და ვნახოთ, როგორი იქნება წინასწარი შედეგები, რომელსაც ცესკო დანარჩენი, თითქმის 2/3-ზე მეტი საარჩევნო უბნების საფუძველზე დაამუშავებს და საჯაროდ გამოაცხადებს", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.