ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციებს მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის მთავრობის ფორმირებაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, წინასწარი დათვლის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს.
"ახლა მიმდინარეობს ბიულეტენების დათვლის პროცესი საარჩევნო უბნებზე და "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო გაყალბების მცდელობის მეორე ტალღა. ყველა უბანთან მობილიზებული არიან სუს-ის ზონდერები. რამდენიმე უბანზე გაითიშა ელექტროენერგია, რათა ხელი შეშლოდა ბიულეტენების დათვლის პროცესს. ცდილობენ, ბათილად გამოაცხადონ ისეთი ბილეტენები, სადაც აშკარად არის გამოხატული ამომრჩევლის ნება. აღარ ვსაუბრობ იმაზე, როგორი ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობდა ეს არჩევნები მთელი დღის განმავლობაში.
ვიწყებთ აქტიურ კონსულტაციებს მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის მთავრობის ფორმირებაზე, იმ ხელისუფლების ფორმირებაზე, რომელმაც საბოლოოდ უნდა ჩამოაცილოს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას", - განაცხადა უდუმაშვილმა.