ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება არის ის, რომ თბილისში ვართ მესამე პარტია, რაც ნიშნავს, რომ მომავალი ჩვენია, - ამბობს პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ეგზიტპოლების შედეგებთან დაკავშირებით.
„იმის გამო, რომ სამივე ეგზიტპოლი აჩვენებს 3%-ს, მგონია, რომ მაგ ფარგლებში ვართ და შეიძლება ცოტა მეტიც იყოს, მაგრამ ეს დათვლის შემდეგ გამოჩნდება. გირჩისთვის 3% ნიშნავს იმას, რომ 4 კაცი შეგვყავს პარლამენტში. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება არის ის, რომ თბილისში ვართ მესამე პარტია, რაც ნიშნავს, რომ მომავალი ჩვენია“, - ამობს ჯაფარიძე.
ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, 20:00 საათის მონაცემებით, თბილისში პარტიების შედეგები პროპორციულ ნაწილში ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება - 43%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია - 23%; გირჩი - 8%; ლელო - 4%; გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი N27 - 4%; ევროპული საქართველო - 3%; პატრიოტთა ალიანსი - 3%; ლეიბორისტული პარტია - 2%; ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 2%; სხვა პარტიები - 8%
ახალი საარჩევნო სისტემით, პარლამენტის 150 მანდატიდან 120 მანდატი პროპორციული წესით შეივსება. დანარჩენ 30 მანდატს გამარჯვებული მაჟორიტარები შეავსებენ.