"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ცალსახაა, რომ ქართული ოცნება დამარცხებულია.
მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს და თქვა, რომ ახლა იწყება უფრო მნიშვნელოვანი, ხმების დათვლის და მათი დაცვის ეტაპი.
"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩევლებს, მოქალაქეებს, რომლებმაც დიდი აქტიურობა გამოიჩინეს. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ გამოავლინეს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. ცალსახაა, რომ ქართული ოცნება დამარცხდა. ეგზიტპოლები ქვეყნდება. მინდა, მოვუწოდო ჩვენს დაამკვირვებლებს ყველა უბანზე, რომ მაქსიმალური მობილიზება ჰქონდეთ, რათა არც ერთი ხმა არ დაიკარგოს. უნდა გვესმოდეს, რომ ახლა არის გადამწყვეტი მომენტი - იწყება ხმების დათვლა. ჩვენი მონაცემებით, ლელო საქართველოსთვის აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ამ არჩევნებზე", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.