სამხრეთ აფრიკაში ავარიის დროს 19 ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდმა სეროზული ტრამვა მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტელეკომპანია "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ქალაქ კოკსტადის ავტომაგსიტრალზე ერთმანეთს მიკროავტობუსი, ტაქსი და "პიკაპის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი ის გახდა, რომ პიკაპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს გადავიდა.