ჩვენ ვიმარჯვებთ, მწამებლები მარცხდებიან. აცხადებს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი.
ირმა ინაშვილი მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე მისკვლისკენ მოუწოდებს.
"მეგობრებო, ყველამ, ვინც საარჩევნო უბანზე იყო, გადასარევად იცის, რომ მთელი დღის მანძილზე და ამ წუთებშიც პატრიოტებს გყავს ყველაზე მრავალრიცხოვანი, მოტივირებული და აქტიური ამომრჩეველი, ვინც უკვე ხმა მოგვცა! ჩვენ ვიმარჯვებთ, მწამებლები მარცხდებიან და ამიტომაა ასეთი ისტერია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პატრიოტების მხარდამჭერებს, გავაგრძელოთ ჩვენი აქტივობა, ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო უბანზე, უკლებლივ ყველა! მხნედ იყავით! ღმერთი ჩვენთანაა", - აცხადებს ინაშვილი.