ევროპული საქართველოს" ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერიას განცხადებით, მათ ხელთ არსებული მონაცემებით, მმართველი პარტია დამარცხდა.
გიგა ბოკერიამ მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
"ერთი საათი დარჩა არჩევნების დასრულებამდე და ყველა ჩვენი მონაცემით ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდა ამ არჩევნებში და საქართველოს მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა გარდამტეხ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბოლო ერთი საათის განმავლობაში, ყველა ჩვენი მოქალაქის მოსვლა არჩევნებზე და დამატებით მხარდაჭერა ცვლილებებისთვის ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.