ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას გამოვლინდა მრავალი დარღვევა.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ დედოფლისწყაროს მე-18 საარჩევნო უბაზე მოქალაქეები ხმას აძლევდნენ კაბინის გარეთ, რეგისტრატორების დაკვირვების ქვეშ.
კაპანაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა დედოფლისყრაოს მე-10 საარჩვნო უბნის დარღვევაზე, სადაც მოქალაქეს ფული გადაუხადეს იმის სანაცვლოდ, რომ მას სახელისუფლებლო პარტიისთვის მიეცა ხმა.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად მრავალი დარღვევისა, ამომრჩეველთა აქტივობა არის ერთადერთი გზა, რათა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დამარცხდეს.
"არჩევნების დასრულებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ სწორედ ეს დრო დარჩა მანამ სანამ ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, მათ შანსი არ აქვთ, რომ 40%-მდე მივიდეთ და ახლა ცდილობენ, რომ მთელი მათი ადმინისტრაციული რესურსი და სხვა რესუსრი გამოიყენონ, რომ მიიყვანონ თავიანთი ამომრჩევლები ზეწოლითა და დაშინებით.
ამომჩევლების აქტიურობა არის გარანტია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება და ის ვერაფერს ცუდს ვერ მოახერხებს პირველი ტურიდან მეორე ტურამდე.
მინდა ხაზი გავუსვა იმ დარღვევებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მთელი დღის განმავლობაში და რომელთაც ვადევნებთ თვალს. ვნახეთ ძალადობა, ზეწოლა, გლდანში ჩვენ წარმომადგენელს, ქალბატონს, იარაღი დაადეს მუცელზე დაშინების გზით. ეს არის აგონია ხელისუფლების მხრიდან.
ჩვენ გვაქვს 2 მასალა, რაც აჩვენებს იმას, თუ როგორ ჩააფლავეს არჩევნებიც პრაქტიკულად, მაგრამ თვითონ მარცხდებიან ამ არჩევნებში. დედოფლისწყაროში, მე-18 უბანზე, ადამიანები ხმას აძლევენ კაბინის გარეთ, იქვე რეგისტრატორთან და სავარაუდოდ ჩანს, რომ ისინი ხაზავენ 41-ს დაკვირვების ქვეშ. ეს არის ღია და უმძიმესი დარღვევა და ჩვენ მოვითხოვთ, რომ შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს ამ ფაქტს.
დღეს ჩვენ ასევე გვქონდა შემთხვევები, თუ როგორ არიგებდნენ ფულს, ეს იყო გორში, მთაწმინდაზე და ახლა არის ასეთი შემთხვევა დედოფლისწყაროს მე-10 უბნიდან, სადაც ჩვენი ერთ-ერთი წარმომადგენელი პირდაპირ ეუბნება ამ ადამიანს თუ რა ფულია ეს და მან უპასუხა, რომ ქართულმა ოცნებამ მისცმა მას ეს ფული ხმის სანაცვლოდ.
ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ ასეთი ტიპის დარღვევები ძალიან ბევრია, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ფაქტებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე, თუმცა ამომრჩეველთა აქტიურობა არის იმის გარანტია, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება ამ არჩევნებში", - განაცხადა კაპანაძემ.