"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, საზეიმოდ აწყობილი სცენა დაშალოს. ამის შესახებ სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ორი საათი რჩება უბნების დახურვამდე. ოცნებას ვურჩევ, საზეიმოდ აწყობილი სცენა დაშალოს. მათ, ვისაც ჯერ არ მიგიციათ ხმა ამ უვიცი სავოკი კრიმინალების რეჟიმის დასამარხად, მიდით უბნებზე!!! სასიამოვნო მოგონებად დაგრჩებათ ქვეყნის გადარჩენაში საკუთარი წვლილის შეტანა", - აცხადებს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, დღის პირველ ნახევარში, "ქართული ოცნება" გამარჯვების აღსანიშნავად ემზადება. პარტიის სათაო ოფისის წინ სცენისა და ეკრანების მონტაჟი სრულდება.
პარტიაში აცხადებენ, რომ ტრადიციულად, საარჩევნო უბნების დახურვისას "ქართული ოცნების" მხარდამჭერები გამარჯვებას ოფისის წინ აღნიშნავენ და მათ პარტიის ლიდერები შეუერთდებიან.