"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, არჩევნებზე თბილისი ოპოზიციამ მოიგო.
ზაალ უდუმაშვილის თქმითვე, არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია. გარდა ამისა, უდუმაშვილმა მხარდამჭერებს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა.
"საქართველოს მოსახლეობამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში. მოვიგებთ ყველა დიდ ქალაქში და მათ შორის, გავიმარჯვეთ თბილისში. ყველა ინფორმაცია გვიდასტურებს, რომ თბილისი მოიგო ოპოზიციამ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ ისტორიაში არ ყოფილა პარტია, რომელიც თბილისს იგებს, ის მარცხდებოდეს არჩევნებში. ვინც იგებს თბილისს, ის აკომპლექტებს მთავრობას. მთავრობას დააკომპლექტებს ოპოზიცია. მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომელიც არის ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით, რადგან რეალობას ეს ვერ შეცვლის და უფრო დაამძიმებს თქვენს მდგომარეობას. "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს კი მივმართავ, ნუ ჩაყვებით საფლავში ბიძინა ივანიშვილს. არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია. ყველას გელოდებით 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, ერთად ვიზეიმოთ საერთო გამარჯვება”, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.