ჩვენი პარტია მიიღებს დაახლოებით 100 მანდატს საქართველოს პარლამენტში, - თქვა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ.
მისი თქმით, დღეს საღამოს დაფიქსირდება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" შთამბეჭდავი გამარჯვება.
"დღეს საღამოს დაფიქსირდება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" შთამბეჭდავი გამარჯვება და ჩვენი პარტია მიიღებს დაახლოებით 100 მანდატს საქართველოს პარლამენტში. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის აქტივობა და მხარდაჭერა, რაც დღეს ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე.
მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, ვინც ადგენდა და ახორციელებდა დესტრუქციულ გეგმებს, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე. ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის.
გვინდა მოვუწოდოთ სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ, რათა იმთავითვე აღიკვეთოს კანონის დარღვევისა და ძალადობის ნებისმიერი მცდელობა", - თქვა კალაძემ.