"ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ზონდერბრიგადები და ე.წ შავები არიან მობილიზებული, რომელიც ამომრჩეველს აშინებენ. შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისში, გორას უბანზე 50-მდე ზონდერი თავს დაესხა ქუთაისის მერობის კანდიდატს ირაკლი კიკვაძეს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს იმერეთის რეგიონში სამსონ გუგავას.
მთელი ზონდერბანდები, ზონდერსპორტსმენები, ნარკომანები, შავები, მიყრილები არიან უბნებთან და ცდილობენ ხალხის დაშინებას.
„შეკვეთელია უკვე რესტორნებში ხინკალი, ხაჭაპური და სხვა სახეთქი ამ ზონდერებისთვის უბნებზე, ეს კარდაგ იცოდეთ, როდესაც თქვენ ჭამთ არამ ლუკმას, საქართველოს ხორცს ჭამთ და როდესაც დალევთ იმ არამ სასმელს, საქართველოს სისხლს სვამთ.
გამოეცალეთ უბნებს, სანამ ხალხი გამოგაცილებთ უბნებს. ვერანაირი შავობა ვერ გადაარჩენს ივანიშვილის ჩამომპალ რეჟიმს, ეს ყველამ შეიგნოს, რომ დამარცხება რამდენიმე საათში გარდაუვალია“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.