გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკუთარი არჩევანი გლდანში, 173 სკოლის შენობაში განთავსებულ 74-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.
"მე ხმა მივეცი, პირველ რიგში, მშვიდობას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. ხმა მივეცი ქვეყანაში ადამიანის სამოქალაქო უფლებების დაცულობის უზრუნველყოფას, რომ ვერასდროს მოხდეს საკუთრების უფლების ხელყოფა. ასევე ხმა მივეცი იმას, რომ ქვეყანამ მოახერხოს თავის ისტორიული არჩევანის რეალიზება - ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ჩვენს მომავალ თაობას ჰქონდეს თავისუფალი განვითარების საშუალება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.