„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 6-7 საარჩევნო ოლქში მეორე ტურის ჩატარება გახდეს საჭირო.
ამის მიუხედავად, კობახიძემ აღნიშნა, რომ იმედი აქვს, ოცნება 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
"მეორე ტურები რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი. არის დაახლოებით 6-7 ოლქი, სადაც შეიძლება ჩატარდეს მეორე ტური. ამ ეტაპზე ჩვენ ბუნებრივია, თავს შევიკავებთ ამ ოლქების დასახელებისგან. გვაქვს დიდი იმედი, რომ 30-ვე ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს. თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე ტურები არ არის გამორიცხული. ასეთი შეიძლება იყოს 6-7 ოლქი", - განაცხადა კობახიძემ.