"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის პროგნოზით, "ქართული ოცნება" მილიონ ხმას, "ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია" 360 ათასს, ხოლო "ევროპული საქართველო" 70-80 ათას ხმას აიღებს.
კობახიძის განცხადებით, ეს მონაცემები "ოცნებას" კარდაკარის გამოკითხვით აქვს.
ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე ოლქში მეორე ტურის ჩატარება გახდეს საჭირო.
"არის დაახლოებით 6-7 ოლქი, სადაც შეიძლება იყოს მეორე ტური. ამ ეტაპზე, ჩვენ ბუნებრივია, თავს შევიკავებთ ამ ოლქების დასახელებისგან. გვაქვს დიდი იმედი, რომ 30- ვე ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე ტურები არ არის გამორიცხული,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.