ფონიჭალის უსინათლოთა დასახლებაში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა.
როგორც საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ამოყვანა უკვე მოხერხდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ჩვენი მონაცემებით, ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი. ამ წუთებში მის ამოსაყვანად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს" - განაცხადა გიორგაძემ.
შენობის ჩამონგრევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და სასწრაფო სამედიცონო სამსახურების ბრიგადები და თბილისის მერი გიგი უგულავა.