"კოალიციის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არაა. კოალიციური მთავრობა იქმნება თუ 40%-ზე ნაკლებია", - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.
"კოალიციის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არაა, არ იქნება ამის აუცილებლობა, რადგან იმხელა მხარდაჭერა აქვს ქართულ ოცნებას. კოალიციური მთავრობა იქმნება თუ 40%-ზე ნაკლებია, შესაბამისად, დღეს ამის აუცილებლობა არ დგას", - თქვა კალაძემ.
მისი თქმით, დიდი შესაძლებლობაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში, მეორე ტურების გარეშე გაიმარჯვოს.
"ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ ყველა რაიონში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში. ბევრ ადამიანს შევხვდით და ის განწყობები, რაცაა ჩვენი გუნდის მიმართ, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენ პირველივე ტურში, 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში, ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რომ გავიმარჯვოთ მეორე ტურების გარეშე", - თქვა კალაძემ.