აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო და საკუთარი არჩევანი გააკეთა.
"დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და თავისუფალი განვითარებისთვის. არჩევანი გავაკეთე საქართველოს წარმატებისთვის.
მადლობა მინდა გადავუხადო მოქალაქეებს აქტივობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს", განაცხადა რიჟვაძემ.