საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის ბრიფინგი გაიმართა. ნინო ცაციაშვილმა 10:00 საათის მდგომარეობით არჩევნების პროცესის მიმდინარეობის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მცირე ინციდენტები იყო თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი, დარღვევა ამ ეტაპზე არ გვიფიქსირდება. ერთადერთი საქმე რაზეც პოლიციამ გამოძიება დაიწყო არის ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტი.
"როგორც მოგახსენეთ, 2020 წლის 18 სექტემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, შექმნილია რეგიონებში პრევენციული ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ ნებისმიერ ლოკაციაზე, სადაც კონკრეტულ ინციდენტს თუ სამართალდარღვევას ექნება ადგილი, ძალიან დროული და ოპერატიული იყოს მათზე რეაგირება.
შესაბამისად ამ საათის მონაცემებით მცირე ინციდენტები იყო თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი, დარღვევა ამ ეტაპზე არ გვიფიქსირდება.
ერთადერთი საქმე გახლავთ რაზეც გამოძიება დავიწყეთ, ეს გახლავთ ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, ინიციატორი გახლავთ თავად ზვიად კუპრავა და რამდენიმე წუთის წინ გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით რაც ძალადობის განხორციელებას გულისხმობს", -განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.