ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა, 52- ე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.
მისი განცხადებით, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ მომავალს.
"დავაფიქსირე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიაცია. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს საკუთარი არჩევანი.
მე მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, დღეს გაიმარჯვებს საქართველო და ქვეყანა მშვიდობიანად და წარმატებით გააგრძელებს სვლას", - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.