შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კელი დეგნანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. ვიმყოფებოდი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გაწია არჩევნების ადმინისტრირებისა და ორგანიზების კუთხით, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე. მათ მიიღეს ყველანაირი ზომა, რათა თითოეულმა მოქალაქემ მისცეს ხმა უსაფრთხოდ. ყველამ უნდა დააფასოს ეს მართლაც მნიშვნელოვანი, კარგი სამუშაო, რომელიც გაწია საარჩევნო კომისიამ ამ კუთხით. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნების პროცესს. საელჩოდან გვყავს 75 თანამშრომელი, რომლებიც სხვადასხვა უბანზე დააკვირდებიან საარჩევნო პროცესებს. მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა იყოს დაშინება და ძალადობა და რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევებს დავაკვირდებით. გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას. გთხოვთ, ატაროთ ნიღბები დაიცვათ სოციალური დისტანცია. ყველას გთხოვთ, მიხვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა", - განაცხადა კელი დეგნანმა.
საუბრის დასასრულს კელი დეგნანმა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ ქართულად მოუწოდა.