თურქეთში, იზმირის პროვინციაში ძლიერ მიწისძვრას 6 ადამიანი ემხვერპლა, 202 დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების მართვის სამსახური ავრცელებს.
თურქი სეისმოლეგების ცნობით, მიწისძვრა 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ეპიცენტრი ქალაქ სეფერიხისარის რაიონში მდებარეობდა. იზმირში სულ მცირე 20 შენობა დაინგრა.
6.9 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საბერძნეთიც, დოდეკანესის კუნძულებზე. სამოსის კუნძულზე ეკლესიის ნაწილი ჩამოინგრა. დაშავდა ერთი ადამიანი.