ჩეხეთში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ჩეხი ამომრჩეველი 81- მანდატიან პარლამენტში 27 კანდიდატს ირჩევდა.
არჩევნების შედეგად გაირკვა, რომ ოპოზიციურმა მოძრაობა "სოციალ დემოკრატებმა" პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვეს. ამიერიდან "სოციალ დემოკრატებს" ქვეყნის პარლამენტში 41 წარმომადგენელი ეყოლება.
"სოციალ-დემოკრატების" განცხადებით, ისინი აპირებენ, დაბლოკონ უკვე ყოფილი მმართველი პარტიის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ჩეხეთი ავღანეთში უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას გეგმავდა.
"მთავრობის რეფორმები ადამიანებზე უნდა იყოს მორგებული", - განაცხადა "სოციალ დემოკრატების" ლიდერმა ბოჰუსლავ სობოტკამ.