"ქართულმა მარშმა" რუსთავიდან თბილისში შემოსასვლელი გზა გადაკეტა. მარშელები დედაქალაქში არ უშვებენ იმ ავტოკოლონას, რომელიც "ენმ- ძალა ერთობაშიას" შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოდის.
"ქართული მარშის" გამო მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. პოლიცია გზის გახსნას ცდილობს, თუმცა მარშელები სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევენ.
ენმ- ძალა ერთობაშიას შემაჯამებელი აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე დღეს 18 საათზე უნდა დაიწყოს.
თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია. აქციის დასრულებისთანავე საავტომობილო მოძრაობა აღდგება.