დღეს, 24 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თბილისში, შარდენის ქუჩაზე, ხილის ფესტივალის პარალელურად, ახალგაზრდა პოეტის ირაკლი გაფრინდაშვილის აქცია სახელწოდებით, "ჩემი მოსავალი, ლექსები-ერთ ლარად" გაიმართება.
სიმბოლური აქციის ფარგლებში, თბილისელებს შეეძლებათ 1 ლექსის ერთ ლარად შეძენა.
ირაკლი გაფრინდაშვილი აქციაზე საკუთარი ლექსებიდან 20 რჩეულს წარადგენს, რომლებიც ძირითადად სიყვარულის თემაზეა დაწერილი.
ახალგაზრდა პოეტი აქციის შემდეგ, დიდი ხნის ოცნების ახდენას და მადრიდში გამგზავრებას აპირებს, სიმბოლური აქციიდან შემოსული თანხაც სწორედ მის მოგზაურობას მოხმარდება.
უახლოეს მომავალში გაფრინდაშვილის ლექსები კრებულად გამოიცემა.
მასალის გამოყენების პირობები