საქართველოში ნატოს დღეები დაიხურა. დახურვის ოფიციალური ცერემონია ქუთაისში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა.
ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეში ქართული ხალხური ცეკვების კონცერტი გაიმართა. მანამდე კი, მე-2 საჯარო სკოლაში ნატოს კუთხე გაიხსნა.
საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ წევრებმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრქურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარტამა და ალიანსის წევრებმა მოსწვალეებს განუმარტეს რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას.
ალიანსი-საქართველოს ურთერთობებზე და ლისაბონის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებზე სტუმრებმა სტუდენტებთან შეხვედრაზეც ისუბრეს.