პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები ანაზღაურდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს მხარდაჭერა შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კვ-მდე მოხმარებული ელექტროენერგია
„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ტალღა ჩვენ უკვე დავაანონსეთ. ეს მოიცავს, როგორც ბიზნესის, ასევე სოციალურ მხარდაჭერას. პირველი ნოემბრიდან იწყება კომუნალური გადასახადების ანაზღაურება ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება ნოემბრიდან ოთხი თვე. ეს მხარდაჭერა შეეხება თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კვ-მდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება, ამასთან წყლისა და დასუფთავების ანაზღაურება. ეს ის მინიმუმია, რითაც დღეს მთავრობას შეუძლია მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, თუმცა გვესმის, რომ შეიძლება, ბევრ ჩვენს მოქალაქეს მსგავსი დახმარება არ სჭირდება და დღეიდან მთ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი თქვან მთავრობის ამ მხარდაჭერაზე“, – განაცხადა გახარიამ.