კორონავირუსის რუსული ვაქცინის Sputnik V-ის გამოცდის ზოგიერთ მოხალისეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ რუსული გამოცემა "კომერსანტის" ცნობით, სამეცნიერო ცენტრ "გამალეას" დირექტორმა, ალექსანდრ გინზბურგმა განაცხადა.
გინზბურგის ვარაუდით, ცდის მოხალისე მონაწილეებს, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ, შეუყვანეს არა ვაქცინა, არამედ პლაცებო. მისივე თქმით, მოხალისეთა ნაწილს ვაქცინა შეუყვანეს, ნაწილს კი პლაცებო.
მისივე განმარტებით, ვაქცინის ეფექტურობის დასადგენად წინასწარი შედეგების მიღება ნოემბრის შუა რიცხვებში იქნება შესაძლებელი.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინა Sputnik V აგვისტოში დაარეგისტრირა.
27 ოქტომბერს რუსეთმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გაუგზავნა განცხადება Sputnik V-ის დაჩქარებული რეგისტრაციის შესახებ.
იმავე დღეს რუსეთში, სამეცნიერო ცენტრ "ვექტორის" მიერ დაიწყო მეორე ვაქცინის, EpiVacCorona-ს შემუშავება.